Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


აფეთქებას, რომელიც პოლიციის უწყების მახლობლად მოეწყო, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში. 17 თებერვლის ინციდენტის შედეგად, როგორც ლაჰორის პოლიციის უფროსმა, ჰეიდარ აშფარმა თქვა, არაერთია დაშავებული. ზოგი ცნობით, აფეთქებას ახლდა სროლაც. არცერთ დაჯგუფებას არ უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG