Accessibility links

logo-print

უკრაინის არმია და სეპარატისტები ზავის მიუხედავად ბრძოლას განაგრძობენ


უკრაინის მთავრობის არმიამ და პრორუსულმა სეპარატისტებმა ვერ დაიწყეს ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა, როგორც ეს მინსკის სამიტზე იქნა შეთანხმებული გასულ კვირაში. ორივე მხარეს უნდა გაეყვანა ტანკები, არტილერია და სარაკეტო დანადგარები ფრონტის ხაზიდან. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც 15 თებერვალს შევიდა ძალაში, ორივე მხრიდან ირღვევა დებალცევოს გარეუბანში და ქალაქის სარკინიგზო სადგურის მახლობლად. უკრაინის არმიის თანახმად, სამთავრობო ჯარს უწევს თავისი პოზიციების დაცვა მეამბოხეთა იერიშისგან. დებალცევო დონეცკის რეგიონში მდებარეობს, სეპარატისტთა მიერ დაკავებული ორი არეალის შუა გამყოფ ზოლზე. გერმანიის მთავრობის განცხადებით, 16 თებერვალს, რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერები შეთანხმდნენ „კონკრეტულ ნაბიჯებზე“, რომლებიც საშუალებას მისცემს ეუთოს, მეთვალყურეობა გაუწიოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG