Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიცია მთავრობისგან ზეწოლას განიცდის


სომხეთის ოპოზიციური, აყვავებული სომხეთის პარტიის თანახმად, დააკავეს მისი რამდენიმე წევრი. აყვავებული სომხეთის კანონმდებელმა ელნარ ვართანიანმა 16 თებრვალს თქვა, რომ ერევნის ერთ- ერთი რაიონის, ნორ-ნორკის ფილიალის ლიდერი, არტურ მამორიანი დააკავეს სხვებთან ერთად. ერევნის პოლიციის ცნობით, მამოიანი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. დაკავება მოხდა პარტიის ლიდერზე, გაგიკ ცარუკიანზე ზეწოლის ფონზე. პოლიციამ განაცხადა 16 თებერვალს, რომ 200 პოლიციელი, რომელიც დაიქირავა ცარუკიანის და მისი ქონების დასაცავად, ამ დღეებში დაითხოვეს სამსახურიდან. სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა მმართველი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს განუცხადა 12 თებერვალს, რომ ცარუკიანი ბოროტებაა და მას არ უნდა დაერთოს ნება, პოლიტიკაში ჩაერთოს. პოლიციის წარმომადგენელმა, აშოტ აჰარონიანმა თქვა, რომ 17 დეკემბერს აყვავებული სომხეთის წევრების დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG