Accessibility links

logo-print

ვიქტორია ნულანდმა კავკასიაში მოგზაურობა დაიწყო


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ევროპის და ევრაზიის საქმეებში, ვიქტორია ნულანდმა კავკასიის ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყო ბაქოში, საიდანაც ის ჯერ თბილისში, 18 თებერვალს კი ერევანში ჩავა. აზერბაიჯანის დედაქალაქში ნულანდი შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. როგორც ნულანდმა ბაქოში ჟურნალისტებს უთხრა, 17 თებერვლის შეხვედრათა თემები იყო ორმხრივი ურთიერთობა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის საკითხი. ნულანდმა თქვა, რომ ის მთიან ყარაბაღში დატყვევებული აზერბაიჯანელი ოფიცრების საკითხს აღძრავს ერევანში სომხეთის ოფიციალურ წარმომადგენლეთან შეხვედრისას 18 თებერვალს. ერევნამდე ნულანდი თბილისს სტუმრობს.

XS
SM
MD
LG