Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურა ალექსეი ნავალნისთვის ათწლიან პატიმრობას მოითხოვს


რუსეთის პროკურატურა თვლის, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასჯელად უნდა შეუფარდონ ათი წლით პატიმრობა ივ როშეს და კიროვლესის საქმეების განაჩენების ერთობლიობის გათვალისწინებით. ბრალდება ოლეგ ნავალნისთვის მოითხოვს სასჯელის რვა წლამდე გაზრდას. დღეს მოსკოვის სასამართლომ მხარეების საჩივრებს განიხილავდა ივ როშეს საქმეში ძმები ნავალნების მიმართ. 30 დეკემბერს გამოუტანა მოსკოვის სასამარლომ ძმებს განაჩენი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით. ალექსეის სამი წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ოლეგს ამავე ვადით რეალური პატიმრობა. ძმები განაჩენებს მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულად და დანაშაულს არ აღიარებენ. ალექსეის ცალკე განაჩენი აქვს გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობა პირობით.

XS
SM
MD
LG