Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარმა მეამბოხეებს ალეპოსკენ გზა გადაუღობა


სირიის მთავრობის ჯარმა ლიბანელი ჰიზბოლას რაზმების მხარდაჭერით დაიკავა არაერთი სოფელი ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით. შედეგად, მთავრობს ჯარს შესაძლებლობა მიეცა გადაეჭრა მაგისტრალი, რომლის საშუალებითაც მეამბოხეები მარაგდებოდნენ. ამის თაობაზე ლონდონიდან იტყობინება იქ დაფუძნებული, სამეთვალყურეო ჯგუფად წოდებული, უფლებადამცავთა გაერთიანება.სირიის ოპოზიცია ამ მაგისტრალს თურქეთიდან მომარაგებისთვის იყენებდა. ამავე ცნობით ოპოზიციის 18 და მთავრობის ჯარის რამდენიმე მეომარი მოკლეს, სირიის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა, რომ ოპოზიციის მეომრებმა ალეპოს მთავრობის ჯარის ხელში მყოფ არეალს ჭურვები დაუშინეს და ხუთი კაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG