Accessibility links

logo-print

კიევმა დაადასტურა, რომ მთავრობის ჯარმა დებალცევოს ნაწილი დათმო


კიევმა დაადასტურა, რომ პრორუსულმა სეპარატისტებმა ქალაქ დებალცევოს ნაწილი დაატოვებინეს მთავრობის ჯარს 17 თებერვალს და მიუხედავად ზავისა, ბრძოლა გრძელდებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მთავრობის ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ და მათი ნაწილი სეპარატისტებმა დაატყვევეს დებალცევოში. სამინისტრომ უარყო ცნობა, თითქოს სეპარატისტებს ხელში ჩაუვარდათ მთავრობის ჯარის სამხედროთა დიდი რაოდენობა. სეპარატისტების ცნობით, მათ დებალცევოს დიდი ნაწილი დაიკავეს. უკრაინის არმიის წარმომადგენელის თქმით, ვითარება დებალცევოში „უკიდურესად კომპლექსურია“. ორივე მხარემ დღეს არ გაიყვანა ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღება, რაც მინსკის შეთანხმების პირობა იყო.

XS
SM
MD
LG