Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს


თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა, საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერაზე. ნულანდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის და სხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. ნულანდის თქმით, აშშ აქტიურად დაეხმარება საქართველოს ნატოს არსებითი პაკეტის დანერგვაში 2015 წელს. ვიქტორია ნულანდი შეეხო საქართველოსა და უკრაინის საკითხსაც - მისი თქმით, უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე ეძებს გამოცდილ რეფორმატორებს. ნულანდმა ორი ქვეყნის შეთანხმების საკითხი უწოდა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას, უკრაინამ საქართველოს გადმოსცეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. აშშ-ის მაღალჩინოსნების დელეგაცია, რომელიც თბილისს სტუმრობს, ასევე მოიცავს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG