Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი უნგრეთს სტუმრობს, პროტესტის ფონზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უნგრეთში ჩავიდა. ივნისის შემდეგ ეს რუსეთის ლიდერის პირველი ორმხრივი ვიზიტია ევროპის კავშირის ქვეყანაში. ბუდაპეშტის ქუჩებში ათასობით მოაქალაქე გავიდა, პუტინის ვიზიტის გასაპროტესტებლად. დემონსტრანტები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოუწოდებდნენ შეწყვიტოს უნგრეთის „პუტინიზაცია“. ორბანის პრო-რუსულმა პოზიციამ დამატებით დააზიანა დასავლეთში მისი ისედაც შერყეული იმიჯი - მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს მან უნგრეთის მოდელად „არალიბერალურ დემოკრატიაზე“ ისაუბრა,მაგალითებად რუსეთი და თურქეთი დაასახელა და სამოქალაქო უფლებების დამცველ რამდენიმე ჯგუფზე ზეწოლა განახორციელა. უნგრეთის ლიდერს სურს რუსეთთან მოილაპარაკოს გაზის გრძელვადიანი მიწოდების შეთანხმებაზე, ვინაიდან ამჟამად მოქმედ დოკუმენტს ვადა მიმდინარე წელს ეწურება. ანალიტიკოსების აზრით, პუტინი შეიძლება შეეცადოს ორბანზე ზეწოლა მოახდინოს საიმისოდ, რომ ის შეეწინააღმდეგოს ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, უკრაინის გამო. უნგრეთმა ამ სანქციებს ამ დრომდე მხარი დაუჭირა, თუმცა აცხადებს, რომ მათი შედეგი უარყოფითია.

XS
SM
MD
LG