Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით აფრთხილებს


აშს-მ რუსეთს ბრალი დასდო მინსკის შეთანხმების დარღვევაში მაშინ, როდესაც გაერომ ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „რუსეთის საზღაური გაიზრდებოდა“, თუ ის გააგრძელებდა შეთანხების დარღვევას. აშშ-ის ელჩმა გაეროში სამანთა პაუერმა კი განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს შეთანხმებას, მაგრამ დასძინა, რომ რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის მშვიდობის ერთგულია. მან თქვა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების შეიარაღება, ასობით ერთეული მძიმე შეიარაღების გადასროლა საზღვარზე. „ნუ იკატუნებთ თავს, თითქოს იმას არ აკეთებდეთ, რასაც აკეთებთო“ - თქვა სამანთა პაუერმა.

XS
SM
MD
LG