Accessibility links

logo-print

ალასანია: მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ


"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა - "ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებო". ირაკლი ალასანიამ ასევე უარყო, "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკური კონსულტაციების არსებობა და თქვა,- დამოუკიდებლად ვაპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებასო. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ნაციონალური მოძრაობის სათავეში ყოფნის დროს დაწყებული სამხედრო წარმოება.

XS
SM
MD
LG