Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოკლული იპოვეს მედიცინის ოთხი მუშაკი


სამხრეთ-აღმოსავლეთ პაკისტანში მოკლული იპოვეს მედიცინის ოთხი მუშაკი, რომლებიც ამ რეგიონში პოლიომიელიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამას ახორციელებდნენ. როგორც იუწყებიან, ისინი 13 თებერვალს თალიბანის მებრძოლებმა მოიტაცეს. პოლიციის თქმით, მუშაკების, მათი მძღოლისა და ორი მცველის გვამები 17 თებერვალს იპოვეს ბალუჯისტანის პროვინციაში. თალიბანის მებრძოლები ხშირად ესხმიან თავს პოლიომიელიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამაში მომუშავე პირებს, რადგან მათ ჯაშუშობაში და მუსლიმთა სტერილიზაციაში სდებენ ბრალს. შედეგად პაკისტანში გახშირდა პოლიომიელიტის შემთხვევები. მსოფლიო მასშტაბით, პაკისტანი ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, სადაც დაავადება ენდემური რჩება.

XS
SM
MD
LG