Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უშიშროების ძალები თალიბანის პოზიციებს უტევს


ავღანეთის უშიშროების ძალებმა ქვეყნის სამხრეთში ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს თალიბანის დაჯგუფების პოზიციებზე. თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო ოპერაცია, რომელსაც „ზოლფიქარი“ ეწოდება, დაიწყო 16 თებერვალს ჰელმანდის პროვინციაში, რომელშიც თალიბანის მებრძოლები არიან გამაგრებული. ოპერაცია ასევე ითვალისწინებს შეტევებს მეზობელ რაიონებზე: ყანდაარის, ფარაჰისა და ორუზგანის პროვინციებზე. გენერალი აბდულ ხალიქი, რომელიც ოპერაციას უძღვება, ამბობს, რომ ეს ოპერაცია „თავიდან ბოლომდე ავღანელებმა დაგეგმეს და ისინივე უძღვებიან. ის გაგრძელდება მანამ, სანამ წარმატებას მივაღწევთ“, დასძინა გენერალმა. ოპერაცია საგანგებოდ ტარდება გაზაფხულამდე, ანუ თალიბანის შეტევის სეზონის დაწყებამდე. ეს პირველი ფართომასშტაბიანი ოპერაციაა, რომელიც ავღანეთის მთავრობამ წამოიწყო მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალებმა ქვეყანა დატოვეს.

XS
SM
MD
LG