Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი შეხვდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს


დასასრულს უახლოვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი საქართველოში. დღეს ნულანდი შეხვდა ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაზე, რეგიონის უსაფრთხოებასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის, ან ხელისუფლების მიერ შექმნილი ურთიერთობა. „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა ნიშნავს, რომ ნაკლები შესაძლებლობა ექნება მოწინააღმდეგე რუსეთს, ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს“, თქვა ალასანიამ. მისივე ინფორმაციით, ნულანდთან დღევანდელი შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავებაზეც. „ისინი შეწუხებულები არიან, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და თანამდებობის პირები ჯერ კიდევ იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში საკითხი დადებითად გადაწყდება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG