Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ დამატებითი სანქციები შემოიღო მოსკოვის წინააღმდეგ


კანადამ დამატებითი სანქციები დააწესა მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის კრიზისის გამო. ახალი ეკონომიკური სანქციები 17 თებერვალს გამოცხადდა. ისინი უშუალოდ შეეხება 37 რუს და უკრაინელ ფიზიკურ პირსა და რუსეთისა და უკრაინის 17 იურიდიულ პირს, მათ შორის ნავთობკომპანია „როსნეფტს“. კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს პუტინის რეჟიმის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. კანადამ ახალი სანქციები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან შეათანხმა. ამ უკანასკნელებმა გასულ თვეში უკვე დააწესეს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „უფლებას იტოვებს, კანადის სანქციებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს“.

XS
SM
MD
LG