Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი: ჯარი „გეგმიურად და ორგანიზებულად“ ტოვებს დებალცევოს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარი „გეგმიურად და ორგანიზებულად“ ტოვებს ქალაქ დებალცევოს. ამავდროულად, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ დებალცევოში პრორუსული სეპარატისტების მოქმედებები მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების „აშკარა დარღვევაა“. მოგერინის თქმით: „ევროკავშირი მზად არის სათანადო რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ბრძოლა და მოვლენები უარყოფითად განვითარდა“.

XS
SM
MD
LG