Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა და ცხინვალმა გააფორმეს შეთანხმება "საზღვრის" შესახებ


რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და დავით სანაკოევმა, მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას საზღვრის შესახებ. ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის სურვილია, თავის მეზობლებთან თავისუფალი მიმოსვლა ჰქონდეს, დაახლოებით ისე, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ხდება. 2014 წლის ნოემბერში, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთთან გააფორმა ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ. საქართველოს მთავრობამ ეს ნაბიჯი დაგმო.

XS
SM
MD
LG