Accessibility links

logo-print

ლავროვი: ნატოში საქართველოს გაწევრიანება ხელს ვერ შეუწყობს სტაბილურობას კავკასიაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აუცილებელია გაფორმდეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც თავიდან აგვაცილებდა 2008 წლის მოვლენების გამეორებას. დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ დავადასტურეთ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც გამორიცხავდა 2008 წლის მოვლენების განმეორებას. ეს ამოცანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ თბილისის ნატოში შეთრევის უწყვეტ პროცესს. ჩვენ გავიზიარეთ მოსაზრება, რომ ესთუ ეს ნაბიჯები პრაქტიკულ კონტურებს შეიძენს, რაც, როგორც ჩანს უკვე ხდება, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა არ დავუშვათ ყოველივე ამის უარყოფითი ზეგავლენა ვითარებაზე“.

XS
SM
MD
LG