Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: სამთავრობო ჯარი „გეგმიურად და ორგანიზებულად“ ტოვებს დებალცევოს


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ სამთავრობო ჯარი „გეგმიურად და ორგანიზებულად“ ტოვებს ქალაქ დებალცევოს. „ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ჯარების 80%-მდე ტერიტორია დატოვა“, თქვა პოროშენკომ. სეპარატისტების ქმედებებს დებალცევოში გერმანიამ „მშვიდობის აღდგენისთვის სერიოზული დაბრკოლება“ უწოდა, საფრანგეთმა კი განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა შეთანხმება ძალაში დარჩეს. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის თქმით, „ევროკავშირი მზად არის, სათანადო რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ბრძოლა და მოვლენები უარყოფითად განვითარდა“.

XS
SM
MD
LG