Accessibility links

logo-print

ირანს მოუწოდებენ, სიკვდილით არ დასაჯოს სიკვდილმისჯილი ქურთი


საერთაშორისო უფლებადამცველები ორგანიზაციები ირანის მთავრობას მიმართავენ მოწოდებით, სიკვდილით არ დასაჯოს 22 წლის ირანელი, ეროვნებით ქურთი, სამან ნასემი, დანაშაულისთვის, რომელიც მან არასრულწლოვან ასაკში ჩაიდინა. ნასემს ბრალი ედება მეამბოხეთა დაჯგუფება „ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების“ წევრობასა და ირანის პოლიციასთან შეიარაღებულ კონფრონტაციაში. დაპატიმრებისას, ნასემი 17 წლის იყო. სავარაუდოდ, იგი აწამეს და შემდეგ, 2013 წლის აპრილში, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა. „ამნესტი ინტერნეშნლის“ თქმით, „ის გარემოება, რომ ირანი მზად არის, სიკვდილით დასაჯოს მამაკაცი მას შემდეგ, რაც ის არასრულწლოვან ასაკში ჩადენილი დანაშაულის აღიარებისთვის აწამეს, ნათლად მეტყველებს ამ ქვეყანაში უსამართლობის ხარისხზე“.

XS
SM
MD
LG