Accessibility links

logo-print

ყირიმის დე ფაქტო პრემიერის ყოფილი მოადგილე ქურდობაშია ეჭვმიტანილი


რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რუსტამ ტემირგალიევს ქურდობაში დასდო ბრალი. ეფ-ეს-ბეს ინფორმაციით ტემირგალიევმა ყირიმში უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკიდან, ოშჩადბანკიდან უკანონოდ გაიტანა 300 კგ-მდე ოქრო და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. ჯერჯერობით გაურკვეველია, დააკავეს, თუ არა ტემირგალიევი. იგი თანამდებობაზე დაინიშნა 2014 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, და პოსტი იმავე წლის ივნისში დატოვა. ახლა ის რუსეთის რესპუბლიკის, თათარსტანის დესპანია ყაზახეთში.

XS
SM
MD
LG