Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს სასამართლომ უფლებადაცვის აქტივისტს წინასწარი პატიმრობა ხუთი თვით გაუგრძელა


აზერბაიჯანის სასამართლომ კიდევ ხუთი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ლეილა იუნუსს, უფლებადაცვის აქტივისტს. ადვოკატმა ელჩინ გამბაროვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ბაქოს სასამარლოს 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, იუნუსი საპატიმროში უნდა დარჩეს 28 ივლისამდე. 59 წლის ლეილა იუნუსი, რომელმაც არარეგისტრირებული მშვიდობის და დემოკრატიის ინსტიტუტი დაარსა ბაქოში, დააპატიმრეს შარშან ივლისში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რადგან სომხეთში მუშაობდა. ცნობით, საპატიმროში იუნუსის ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. ადვოკატების თქმით, მას სცემენ და უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურეობაზე, თუმცა ღვიძლის დაავადება სჭირს. იუნუსის ქმარი, არიფი, ამავე ბრალდებითაა დაპატიმრებული.

XS
SM
MD
LG