Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი შეხვდა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ერევანს. მან მოლაპარაკებები გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან. სომხეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი შეთანხმებები, სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ვაშინგტონის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. შარშან მთიან ყარაბაღში დააკავეს ორი აზერბაიჯანელი, რომლებსაც ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობამ უკანონო სამხედრო ქმედებებში დასდო ბრალი. ვიქტორია ნულანდი კავკასიაში სამდღიან ტურნეს ახორციელებს. ერევანში ჩასვლამდე ის ბაქოსა და თბილისს სტუმრობდა.

XS
SM
MD
LG