Accessibility links

logo-print

"პუსი რაიოტი" ახალი კლიპით გამოეხმაურა აფროამერიკელი ერიკ გარნერის სიკვდილს


რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“, ორმა წევრმა გაავრცელა ინგლისურენოვანი მუსიკალური კლიპი, რომელიც ერიკ გარნერს ეძღვნება. აფროამერიკელი გარნერი ნიუიორკელმა პოლიციელმა გაგუდა, რის შედეგადაც გარნერი გარდაიცვალა, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა პოლიციელი დამნაშავედ არ სცნეს. „პუსი რაიოტის“ სიმღერას ჰქვია „ვერ ვსუნთქავ“ - სწორედ ამ სიტყვებს ყვიროდა გარნერი, როცა პოლიციელი მის გაგუდვას ცდილობდა. ვიდეოში ჩანს, როგორც მარხავენ ცოცხლად რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის უნიფორმაში გამოწყობილ მარია ალიოხინასა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვას.

XS
SM
MD
LG