Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა ხადიჯა ისმაილოვას წერილი ციხიდან


დამოუკიდებელმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, უარყო მისთვის წაყენებული ახალი ბრალდებები და წერს, რომ ის პატიმრობაშია მაღალი დონის კორუფციის თემაზე ჟურნალისტური გამოძიებების გამო. ისმაილოვა წინასწარ პატიმრობაშია 5 დეკემბრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით. ახალი ბრალდებები მოიცავს: გაფლანგვას, უკანონო მეწარმეობას, გადასახადებისთვის თავის არიდებას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ხადიჯა ისმაილოვას ციხეში დაწერილი წერილი 18 თებერვალს გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტში“. ისმაილოვა წერს: „ჩემი პატიმრობის მიზეზი კორუფციაა, ოღონდ - რეჟიმის კორუფცია, არა - ჩემი“. ისმალოვას თანახმად, მისი პატიმრობის მიზეზია „ძალაუფლება და სიხარბე, რომელიც იწყება ქვეყნის პრეზიდენტით და მთავრდება საბრალო ჩინოვნიკით, რომლებიც აჩვენებენ კორუფციისა და დაუსჯელობის ყველაზე დრამატულ მაგალითებს“. ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში ისმაილოვას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG