Accessibility links

ობამა - აშშ ებრძვის ტერორიზმს და არა ისლამს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ ებრძვის არა ისლამს, არამედ ადამიანებს, ვინც ეს რელიგია დაამახინჯა. 18 თებერვალს ბარაკ ობამა გამოვიდა თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართულ სამიტზე: „ჩვენ არ ვებრძვით ისლამს. ვებრძვით ადამიანებს, ვინც დაამახინჯა ისლამი“. ობამას განცხადებით, „არც ერთი რელიგია არ არის პასუხისმგებელი ტერორიზმზე. ძალადობასა და ტერორიზმზე პასუხისმგებელი არიან ადამიანები“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები არა რელიგიური ლიდერები, არამედ „ტერორისტები“ არიან. „უდანაშაულო ადამიანების მიმართ ძალადობა არ იცავს ისლამსა და მუსულმანებს. ის აზიანებს ისლამსა და მუსულმანებს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG