Accessibility links

საბერძნეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია


საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად პროკოპის პავლოპულოსი, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსერვატორი პროევროპელი პოლიტიკოსი აირჩია. საბერძნეთში პრეზიდეტის პოსტი ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციის მატარებელია, თუმცა კანონმდებლების მიერ სახელმწიფოს მეთაურის ვერ არჩევას 25 იანვრის ვადამდელი არჩევნები მოჰყვა. მასში გაიმარჯვა მემარცხენე რადიკლაურმა კოალიცია სირიზამ, რომელსაც ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს. მემარცხენე რადიკალები ილაშქრებდნენ იმ მკაცრი ეკონომიური ზომების წინააღმდეგ, რომელსაც ათენისგან ევროპული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მოითხოვენ. ამის შედეგად მოლაპარაკებები დახმარების გაგრძელების შესახებ დაბლოკილი აღმოჩნდა. ოთხშაბათს საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „საკრედიტო შეთანხმების“ კიდევ 6 თვით გახანგრძლივების თაობაზე ევროზონის ქვეყნებს თხოვნას დაუგზავნის. მაგრამ გერმანია აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არის შეტანილი ევროზონის დღის წესრიგში.

XS
SM
MD
LG