Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი პუტინს ბალტიისპირეთის „რეალურ საფრთხედ“ მიიჩნევს


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფალონი მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ რუსეთი „რეალურ საფრთხეს“ უქადის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, ნატო მზად უნდა იყოს, მის მოკავშირეებზე შესაძლო თავდასხმისათვის. 18 თებერვალს სიერა ლეონეში ვიზიტის დროს ფალონმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა იმავე მზაკვრულ ტაქტიკას მიმართოს ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის წინააღმდეგ, რაც კრემლმა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განახორციელა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთი მსგავსი მოქმედებით გამოცდას უწყობს ნატოს, რომელიც თავის მხრივ მზად უნდა იყოს კრემლის მხრიდან ნებისმიერი ფორმის აგრესიის მოსაგერიებლად.

XS
SM
MD
LG