Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა


მოლდავეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 38 წლის ბიზნესმენი, პროევროპული კირილ გაბრიჩი აირჩია. მან პირობა დადო, რომ მისი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ევროკავშირში სრული ინტეგრაცია იქნება, რასაც მოლდავეთი 2018 წელს შეძლებს. მანამდე 12 თებერვალს მოლდავეთის პარლამენტმა არ დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პრო-ევროპული ორიენტაციის იურიე ლეანკამ, საპარლამენტო არჩევნებიდან ორ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. 12 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე მთავრობამ მიიღო 42 ხმა, ლიბერალ-დემოკრატებისა და დემოკრატიული პარტიებისგან შემდგარი, უმცირესობის კოალიციისგან - თუმცა დამტკიცებისთვის მას 51 ხმა ესაჭიროებოდა. რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგება მოლდავეთის ევროპულ არჩევანს და ემუქრება კიშინიოვს, რომ ეს ნაბიჯი მას სეპარატისტულ პრორუსულ რეგიონ დნესტრისპირეთის დაკარგვად დაუჯდება. პოლიტიკურის გარდა, მოსკოვი ეკონომიკურ ზეწოლას ახორციელებს მოლდავეთზე, საიდანაც რუსეთის ბაზარზე ღვინის, ბოსტნეულისა და ხილის ატანა აკრძალულია.

XS
SM
MD
LG