Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტები აცხადებენ, რომ დებალცევოში უკრაინის 40 ჯარისკაცი დაიღუპა


უკრიანის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინფორმაციით, ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა დებალცევოდან „დაგეგმილი და ორგანიზებული უკანდახევის“ დროს. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბრძოლებში წუხელ უკრაინის 40 ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ დებალცევოზე იერიშისთვის ჯარისა და იარაღის გაგზავნაში. მოსკოვმა უარყო ბრალდება. თეთრი სახლის 18 თებერვლის განცხადებით, რუსეთმა არ შეასრულა შეთანხმების პირობები და „მეტი საფასურის გადახდის საფრთხის წინაშე დგას“ დამატებითი სანქციების სახით.

XS
SM
MD
LG