Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გადააყენეს


ოპოზიციაში გადასული საპარლამეტო პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გაიწვიეს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს მისმა სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გააცნო. ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც “თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს „ქართული ოცნების“ კოალიცია, უმრავლესობამ ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლება კოალიციის წევრი პოლიტიკური სუბიექტის „ეროვნული ფორუმის“ ლიდერ გუბაზ სანიკიძით გადაწყვიტა. "თავისუფალი დემოკრატები" მმართველ კოალიციას და მის მთავრობას ევროპული გზიდან გადახვევისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პროკურატურის გამოყენების მცდელობაში დებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG