Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო მზად არის ნატოსთან კონსტრუქციული დიალოგისათვის


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა, როგორც სუვერენული სახელმწიფო ღიაა ნატოსთან კონსტრუქციული, თანასწორი და ღია თანამშრომლობისათვის. ამის თაობაზე ლუკაშენკომ ქვეყნის სამხედრო სარდლობასთან შეხვედრის დროს 19 თებერვალს განაცხადა და დასძინა, რომ ბელორუსიას ნატოსთან აკავშირებს ბევრი საერთო საკითხი და საქმე, რაც სრულად შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ადასტურებს, რომ ბელორუსიას უნდა ჰყავდეს არმია, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში შეძლებს მისი ეროვნული ინტერსების დაცვას, - აცხადებს ლუკაშენკო, რომელიც 21 წლის განმავლობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.

XS
SM
MD
LG