Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი კიევში მონაწილეობას მიიღებს „ღირსების მარშში“


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ კვირაში უკრაინაში მიემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს 22 თებერვალს ესტუმრება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიწვევით. საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად კიევში მონაწილეობას მიიღებს „ღირსების მარშში“, რომელიც უკრაინაში ერთი წლის წინანდელი მოვლენების აღსანიშნავად გაიმართება. შარშან, თებერვალში უკრაინის დედაქალაქში დემონსტრაციის დარბევას ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG