Accessibility links

ბრძოლის განახლების ფონზე, მერკელი და ოლანდი უკრაინის თაობაზე შეხვედრას გამართავენ


გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები შეხვედრას გამართავენ, ზავის დარღვევის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების განხილვის მიზნით. ზავის მიზანი იყო უკრაინის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულება. კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომლებიც მონაწილეობდნენ მინსკში გამართულ საზავო მოლაპარაკებაში, 20 თებერვალს პარიზში გამართავენ შეხვედრას. ასეთ ფონზე, უკრაინის არმია იუწყება, რომ სეპარატისტებმა დონეცკის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს მათ პოზიციებს. სეპარატისტები ავრცელებენ ცნობებს უკრაინის არმიის მიერ განხორციელებულ საარტილერიო შეტევაზე. 18 თებერვალს მთავრობის ძალებმა დატოვეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დებალცევო, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე,ინტენსიური შეტაკებების შემდეგ.

XS
SM
MD
LG