Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ გაზაფხულზე მოსულის დაბრუნების ოპერაცია იგეგმება


აშშ-ის სამხედრო სტრუქტურის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სავარაუდოდ აპრილში, ან მაისში ერაყში დაიწყება სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან დაბრუნების ოპერაცია, რომელშიც ჩართული იქნება ერაყის არმიის 12 ბრიგადა -20,000-დან 25,000-მდე სამხედრო. ამერიკელი ოფიციალური პირი, რომლის ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, ამბობს, რომ ერაყის ხუთ სამხედრო ბრიგადას კოალიციის ძალები მალე ჩაუტარებენ წვრთნას, ამ მისიისთვის მოსამზადებლად. იერიშის მთავარი ძალა ეს ხუთი ბრიგადა იქნება, თუმცა მათ ასევე დაეხმარება კიდევ სამი, შედარებით მცირე ზომის სარეზერვო ჯგუფი, ისევე როგორც ქურთთა ფეშმერგას ძალების კიდევ სამი ბრიგადა. კონტინგენტის შემადგენლობაში იქნება ერაყის კონტრტერორისტული ძალებისგან შემდგარი ბრიგადა, რომელსაც აშშ-ის ძალებმა ჩაუტარეს წვრთნა. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა მოსული ივნისში ჩაიგდეს ხელში - მაშინ, როცა ჯგუფი ერაყსა და სირიაში ტერიტორიებს დაეპატრონა. გავრცელებული შეფასებით, ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ 1,000-დან 2,000-მდე ექსტრემისტი მებრძოლი იმყოფება.

XS
SM
MD
LG