Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ადამიანი იმსხვერპლა აფეთქებებმა აღმოსავლეთ ლიბიაში


სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა აღმოსავლეთ ლიბიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად. როგორც იუწყებიან, აფეთქებათა სამიზნეები იყო საწვავის სადგური, პოლიციის სადგური და პარლამენტის სპიკერის, აგილა სალაჰის სახლი, რომელიც ქალაქ ალ-ყუბაში მდებარეობს. სალაჰის ვერსიით, თავდასხმა წარმოადგენდა შურისძიებას ეგვიპტის მიერ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ახლახან მიტანილი იერიშებისთვის. აფეთქებების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სალაჰმა ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა. ეგვიპტის სამხედრო ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეები 16 თებერვალს დაბობმა დერნაში - ისლამისტების მიერ დაკავებულ ქალაქში, რომელიც ალ-ყუბასთან ახლოს მდებარეობს. ეგვიპტის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს წინ უძღოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ 21 ეგვიპტელი კოპტი ქრისტიანისთვის თავის მოკვეთის აქტი. გასამხედროებული დაჯგუფებები ლიბიაზე კონტროლის დასამყარებლად იბრძვიან 2011 წელს, მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ. ქვეყანაში მოქმედებს ორი, ერთმანეთის მეტოქე მთავრობა და პარლამენტი.

XS
SM
MD
LG