Accessibility links

ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის შესახებ მოილაპარაკებენ


ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები 20 თებერვალს შეხვედრას მართავენ, რათა გადაწყვეტილება მიიღონ საბერძნეთის მხრიდან შეტანილ თხოვნაზე ექვსთვიანი დახმარების შესახებ. საბერძნეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი სესხი არ უნდა იყოს ამჟამად მოქმედი დახმარების შეთანხმების გაგრძელება. მოქმედი შეთანხმება მოიცავს მკაცრი ხელმომჭირნეობის პოლიტიკას. საბერძნეთის თხოვნაზე უარი განაცხადა გერმანიამ, რომელსაც ყველაზე მსხვილი წვლილი შეაქვს 240 მილიარდი ევროსგან შემდგარ დახმარების პაკეტში. თუმცა შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გერმანიის მთავრობის პოზიცია შერბილდა - გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა 20 თებერვალს განაცხადა, საბერძნეთის თხოვნა ევროზონის პარტნიორებს შორის მოლაპარაკების „საწყის პუნქტს“ წარმოადგენსო. საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი - რომელმაც გასულ თვეში გაიმარჯვა არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანია კი ხელმომჭირნეობის პოლიტიკის კრიტიკაზე ჰქონდა აგებული - მერკელს 19 თებერვალს ტელეფონით ესაუბრა. საბერძნეთს, სავარაუდოდ, ფინანსები ამოეწურება იმ შემთხვევაში, თუკი კომპრომისულ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. ამჟამად მოქმედ შეთანხმებას თებერვლის ბოლოს გასდის ვადა.

XS
SM
MD
LG