Accessibility links

logo-print

რუსეთის ოპოზიცია დათანხმდა აქციის მოსკოვის გარეუბანში გამართვას


რუსეთის ოპოზიციური პარტიების და ჯგუფების უმრავლესობა დათანხმდა ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის მოსკოვის გარეუბანში გამართვას, მას შემდეგ, რაც მათ არ მისცეს აქციის ქალაქის ცენტრში გამართვის უფლება. რუსეთის რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარემ, ბორის ნემცოვმა ჟურნალისტებს 20 თებერვალს უთხრა, „მთავარია არა დემონსტრაციის ადგილი, არამედ მისი მესიჯიო“. როგორც ვარაუდობენ, აქციაში მონაწილეობს მიიღებენ კიდევ რამდენიმე ანტისამთავრობო ჯგუფის და მოძრაობის წარმომადგენლები. თუმცა პარტია „იაბლოკო“ აცხადებს, რომ არ მიიღებს აქციაში მონაწილეობას, გამოყოფილი ადგილის გაპროტესტების მიზნით. ორგანიზატორების ვარაუდით, მონაწილეთა რიცხვი მიაღწევს 100,000 ადამიანს. აქციის მოწოდებებს შორის იქნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.

XS
SM
MD
LG