Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა ევროზონის პარტნიორებთან კომპრომისს მიაღწია


ევროზონის და საბერძნეთის საფინანსო უწყებების ხელძღვანელები შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის დახმარების პროგრამის ოთხი თვით გახანგძლივებაზე. შეთანხმებით, მომავალ ოთხ თვეში საბერძნეთი ევროკავშირისგან სესხს აიღებს. ათენი ცდილობდა ექვსთვიანი შეღავათი მოეპოვებინა ვალების გადახდის მხრივ. ევროპელმა პარტნიორებმა მოახერხეს საბერძნეთის დაყოლიება, გაატაროს სტრუქტურული რეფორმები. მოელიან, რომ 23 თებერვლისთვის საბერძნეთი ევროპელ პარტნიორებს თავის წინადადებებს წარუდგენს რეფორმების სფეროში. ადრე, პრემიერი ალექსის ციპრასი აცხადებდა, რომ ვალებს ჩამოწერას შეეცდებოდა. ევროჯგუფის თავმჯდომარემ, იერუნ დაიზელბლუმმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა დადო პირობა, რომ ვალების გადახდის საქმეში ვალდებულებებს შეასრულებს.

XS
SM
MD
LG