Accessibility links

ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჟენევაში მოლაპარაკება დაიწყო


ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო ჟენევაში,სადაც აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი ერნესტ მონიზი ხვდება ირანის ვიცე-პრეზიდენტს, ამ ქვეყნის ბირთვული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის. ჟენევაში მოლაპარაკების ფონი ექსპერტების დონეზე შეხვედრებია. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა და გერმანიამ მარტის თვეში უნდა მოახერხონ ბირთვულ პროგრამაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა; საბოლოო დოკუმენტი ივნისისთვის უნდა გაფორმდეს. დასავლეთში ეჭვობენ, რომ ირანი შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვოდეს. ირანის ამას უარყოფს. მოლაპარაკების მიზანია, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ თეირანმა თავის ბირთვული პროგრამა გამჭვირვალე გახადოს და შეზღუდოს.

XS
SM
MD
LG