Accessibility links

აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას გეგმას გადახედავს


აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ქაბულში ჩავიდა მოულოდნელ ვიზიტად. ეშ კარტერმა, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე თქვა, რომ უფრო გაერთიანებული ავღანეთის მთავრობა ვაშინგტონს აძლევს საფუძველს იფიქროს, ავღანეთში აშშ-ის ჯარის შემცირების შენელებაზე. აშშ-ის საბრძოლო შენაერთებმა ავღანეთი დატოვეს, მაგრამ იქ დარჩა ჯარის ნაწილი, რომელიც ავღანელი სამხედროების წვრთნითაა დაკავებული ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ბრძოლისთვის მოსამზადებლად. კარტერის თქმით, ის ისაუბრებს ავღანეთის პრეზიდენტ, აშრაფ ღანისთან ჯარის გაყვანის გეგმის შესახებ და იმაზე, თუ რა იქნებოდა ავღანეთის არმიის განვითარების საქმეში აშშ-ის არმიის დახმარების საუკეთესო ფორმა. კარტერი აპირებს ღანისთან იმსჯელოს თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების გარშემოც. პაკისტანის არმიის და ავღანეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ასევე და დიპლომატებმა განაცხადეს 19 თებერვალს, რომ თალიბანს სურს ქაბულთან სამშვიდობო მოლაპარაკების გახსნა. პრეზიდენტმა ობამამ თავიდან დაგეგმა, რომ აშშ-ის ჯარის დარჩენილი ნაწილი წელს გაანახევრებდა და გაისად საბოლოო გაიყვანდა ავღანეთიდან. კარტერმა განაცხადა, რომ ობამა და ღანი ვაშინგტონში, მარტისთვის დაგეგმილ შეხვედრისას იმსჯელებენ ამ გეგმის შეცვლაზე. ისინი ასევე განიხილავენ ავღანეთში აშშ-ის კონტრტერორისტული მისიის თემას.

XS
SM
MD
LG