Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ არიან მზად, ითამაშონ რუსეთთან და მსჯელობენ, უკრაინაში მისი ქმედების გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესონ. ეს კერიმ განაცხადა ლონდონში თავის ბრიტანელ კოლეგა ფილიპ ჰემონდთან შეხვედრამდე, 21 თებერვალს. კერის თქმით, რუსეთი ჩართულია „სრულიად უტიფარ და ცინიკურ პროცესში“ ბოლო დღეებში. "მარიუპოლში რაც მოხდა, მიუღებელია. ამიტომ ვლაპარაკობთ დამატებით სანქციებზე, დამატებით მოქმედებაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალ დღეებში ცხადად გიჩვენებთ, რომ ამ თამაშში არ ჩავერთვებით არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილი დავსხდეთ და ვიყოთ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და მთლიანობის ხარჯზე ამ უკიდურესად მშიშრული ქმედების ნაწილი“, თქვა კერიმ. კერიმ ასევე განაცხადა, ნამდვილად ვიცით, რომ რუსეთი სეპარატისტებს ეხმარება, და ვიცით, როგორ ხელმძღვანელობს ცინიკურად გაეროში ქმედებებს, პარალელურადკი უკრაინის ტერიტორიის ცინიკურად მითვისებას ახორციელებსო. რუსეთის მხრიდან ზავის დარღვევა გააკრიტიკა ჰემონდმა. აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა დასდეს ერთმანეთს ბრალად უკრაინის არმიამ და სეპარატისტებმა, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს. რუსეთი უარყოფს, რომ სეპარატისტებს იარაღს აწვდის და ჯარისკაცებს აგზავნის უკრაინაში.

XS
SM
MD
LG