Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობამ ბაღდადის მერად ქალი აირჩია


ერაყის უმაღლესი განათლების სამინისტროს აღმასრულებელი დირექტორი აირჩიეს ბაღდადის მერად. ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ერაყის დედაქალაქში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა 231 თებერვალს გამოაცხადა, რომ ზექრა ალუაჩი, სამოქალაქო ინჟინერი და უმაღლესი განათლების სამინისტროს აღმასრულებელი დირექტორი, შეუდგება მერის მოვალეობის შესრულებას 22 თებერვლიდან. ის უშუალოდ დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს,ჰ აიდარ აბადის, რომელმაც ბაღდადის წინა მერი გაათავისუფლა კორუფციის და ქალაქში გაუთავებელი ძალადობის გამო.

XS
SM
MD
LG