Accessibility links

logo-print

აშშ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მომავალ რამდენიმე დღეში შეაფასებს თავის შესაძლებლობებს, როგორ იმოქმედოს, აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენების გამო სხვათა შორის, დამატებითი სანქციების და პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის არმიის შეიარაღების თვალსაზრისით. კერიმ, ლონდონში, თავის ბრიტანელ კოლეგა, ფილიპ ჰემონდთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ამერიკელ მოხელეებს „სეროზული მსჯელობა „ჰქონდათ ევროპელ მოკავშირეებთან და მინსკის შეთანხმების დარღვევის გამო დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება. უფრო ადრე კერიმ თქვა, რომ შშ და მისი მოკავშირეები არ არიან მზად რუსეთთან სათამაშოდ და მსჯელობენ უკრაინაში მისი ქმედების გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესონ. კერის თქმით, რუსეთი ჩართულია „სრულიად უტიფარ და ცინიკურ პროცესში“ ბოლო დღეებში. მარიუპოლში რაც მოხდა, მიუღებელია. ამიტომ ვლაპარაკობთ დამატებით სანქციებზე, დამატებით მოქმედებაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალ დღეებში ცხადად გიჩვენებთ, რომ ამ თამაშში არ ჩავერთვებით. არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილივიყოთ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და მთლიანობის ხარჯზე ამ უკიდურესად მშიშრული ქმედების ნაწილი“, თქვა კერიმ.

XS
SM
MD
LG