Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე იარაღის გატანას იწყებენ


უკრაინის არმიამ და პრორუსულმა მეამბოხეებმა თანხმობას მიაღწიეს, გაიტანონ მძიმე შეიარაღება ფრონტის ხაზიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორც ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაშია ნათქვამი. ცეცხლის შეწყვეტის საერთო საკოორდინაციო ცენტრის უკრაინელ ოფიცერთა მეთაურმა, პეტრო კანონიკმა განაცხადა, რომ იარაღის გატანის ორკვირიანი პროცესი დაიწყება 22 თებერვალს. სეპარატისტთა ხელში მყოფ დონეცკში, სეპარატისტთა ერთ-ერთმა მეთაურის ედუარდ ბასურინის ის თქმით, მეამბოხეებმა ხელი მოაწერეს ბრძანებას, რომ მძიმე ტექნიკის გატანა უნდა დასრულდეს ორ კვირაში და დაიწყოს 22 თებერვალს. ზავის შესახებ შეთანხმებით, რომელსაც შუამავლობა გაუწიეს გერმანიამ და საფრანგეთმა, და რომელიც ძალაში შევიდა 15 თებერვალს, იარაღის გატანა უნდა დაწყებულიყო 17 თებერვალს და დასრულებულიყო 3 მარტს. მაგრამ ის გადაიდო სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ დებალცევოსთან ბრძოლების გამო. დებალცევო უკრაინის არმიამ დატოვა 18 თებერვალს. განცხადებები იარაღის გატანაზე გაკეთდა მას მერე, რაც მხარეებმა გაცვალეს 191 ტყვე.

XS
SM
MD
LG