Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი დღეს ჟენევაში ირანის ოფიციალურ წარმომდგენლებს ხვდება


ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც იმართება ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დღეს ხვდება თავის ირანელ კოლეგას ჯავად ზარიფს და სხვა ოფიციალურ პირებს. შეხვედრის წინა დღეს კერიმ თქვა, რომ კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაა მხარეებს შორის, და რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა მზად არის დატოვოს მოლაპარაკება, თუ ირანი არ გადადგამს ნაბიჯებს თავისი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ბუნების დასამტკიცებლად. მოლაპარაკებები ჟენევაში იმართება აშშ-ის ენერგეტიკის სახელმწიფო მდივანს ენრესტ მონიზის მონაწილეობით. ჟენევის შეხვედრის მიზანია, მოამზადოს დოკუმენტი, რომელიც 31 მარტისთვის უნდა გაფორმდეს, როგორც საბოლოო ხელშეკრულების ჩარჩო-შეთანხმება. კერიმ განაცხადა, რომ ბირთვული მოლაპარაკების ბუნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეხვედრებზე ექსპერტების, მათ შორის, მონიზის დასწრება.

XS
SM
MD
LG