Accessibility links

logo-print

აფეთქებამ დააზიანა ირანის ელჩის რეზიდენცია ლიბიაში


ლიბიის უშიშროების უწყების თანახმად, აფეთქება მოხდა ირანის ელჩის რეზიდენციის შესასვლელთან, ტრიპოლიში, 22 თებერვალს. არავინ დაშავებულა, ზარალი მინიმალურია. ცნობით, აფეთქება მოხდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც რეზიდენციის წინ, ქუჩაში, ნაგვის ტომრებს შორის იყო. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ და გაერომ თავიანთი საელჩოები ტრიპოლიდან გაიყვანეს შარშან, მას მერე, რაც ლიბიაში, ამ ქვეყნის ხანგლივი ლიდერის მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნაში შინაომი გრძელდება.

XS
SM
MD
LG