Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა პროტესტი გამოთქვა სადავო რეგიონში ინდოეთის პრემიერის სტუმრობის გამო


ჩინეთმა ამ ქვეყანაში ინდოეთის ელჩი გამოიძახა, რათა პროტესტი გამოეხატა ორ ქვეყანას შორის სადავო სასაზღვრო რეგიონში, ჰიმალაებში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის სტუმრობის გამო. 20 თებერვალს მოდი ჩავიდა ინდოეთის იარუნაჩალ პრადეშის შტატში, ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 84 ათასი კვადრატული კილომეტრისაა, და რომელიც ჩინეთს ტიბეტის რეგიონის ნაწილად მიაჩნია. საზღვარი ორ ქვეყანას შორის ხანმოკლე ომის დროს 1962 არ დადგინდა. მოდი ჩავიდა შტატის დაარსების 28 წლიანი იუბილის აღსანიშნავად და იქ სარკინიგზო ხაზი გახსნა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთის ელჩს გამოუცხადა მკაცრი უკმაყოფილება და კატეგორიული წინააღმდეგობა სტუმრობის მიმართ.

XS
SM
MD
LG