Accessibility links

ასადის მშობლიურ ქალაქში აფეთქებამ ოთხი პირი იმსხვერპლა


სირიის ქალაქ ყანდაჰაში, თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი. ყანდაჰა სირიის პრეზიდენტის, ასადის კლანის მშობლური ქალაქია. ბრიტანეთში განთავსებული სირიელი მეთვალყურეები იტყობინებიან, რომ ორი ქალი და ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა აფეთქებას. ინციდენტი ქალაქის საავადმყოფოს ავტოსადგომზე მოხდა. ამ ქალაქშია ბაშარ ალ ასადის მამის და წინამორბედის, ჰაფეზის, ასევე მისი ძმის საფლავია. ქალაქი ლატაკიის პრორვინციაში მდებარეობს, სირიის დასავლეთში.

XS
SM
MD
LG