Accessibility links

ეგვიპტის პრეზიდენტი გაერთიანებული არაბული შეიარაღებული ძალების შექმნისკენ მოწოდებით გამოდის


ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული არაბული ძალების შექმნის საჭიროება ყოველდღიურად იზრდება. მისი თქმით, ეს ძალები საჭიროა რეგიონული ისლამისტურ ექსტრემიზმთან საბრძოლველად. მისი თქმით, ეგვიპტე დაიცავს თავს და რეგიონს თუ ეს საჭირო იქნა, და არაბ ძმებთან შეთანხმებით. მისი თქმით, იორდანიამ და არაბულმა საამიროებმა უკვე გამოთქვეს სამხედრო დახმარებით მზადყოფნა მას მერე, როცა ლიბიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა თავები მოჰკვეთეს 21 ეგვიპტელ ქრისტიანს. რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მას გადავლახავთ, თუ ერთად ვიქნებით, თქვა სისიმ.

XS
SM
MD
LG